ცუდი რეალობა - ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება დაეცა
Aa
Aa

ცუდი რეალობა - ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება დაეცა

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" შემტევ ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს 2020 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ ფეხბურთი აღარ უთამაშია. გიორგი ახლაც ტრავმირებულია და რეაბილიტაციის კურსს გადის. მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ქართველი ფეხბურთელისთვის და არამარტო მისთვის, არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება. 21 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროთი შემცირდა. 

transfermarkt-ზე დაყრდნობით, ყველაზე მაღალი ფასი "ჩაკვეს" 2018 წელს ჰქონდა. იმ დროს, როდესაც გიორგი ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ერთად თამაშობდა, მისი ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენდა. ტრავმიანობის შემდეგ ეს ნიშნული შეიცვალა და 6 მილიონამდე ჩამოვიდა.

დღეს კი ვიგებთ, რომ ჩაკვეტაძე 4 მილიონი ევრო ღირს და ეს თბილისის "დინამოდან" წასვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის "დინამოს" წინააღმდეგ მიიღო, თუმცა გიორგი "გენტს" 4 ოქტომბერს დაუბრუნდა და "ბეერსხოტის" წინააღმდეგ მატჩში 61-ე წუთზე გამოვიდა. სწორედ ეს მატჩი გახლდათ გიორგისთვის ჯერჯერობით უკანასკნელი და სავალალო. 

ამ ტრავმის გამო 21 წლის ფეხბურთელი 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა. მოგვიანებით კი ლევან კობიაშვილმა ახსნა, თუ რატომ ითამაშა გიორგიმ "ბეერსხოტის" წინააღმდეგ. ლევანის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებდა, მაშინ ტრავმის გამო საქართველოში არ გამოუშვებდნენ. მას კი ძალიან სურდა ნაკრებთან ერთად ყოფნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები