Aa
Aa

"დინამო" ფეხბურთელებს დაემშვიდობა და ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა

დინამოელები არასრული შემადგენლობით შეიკრიბნენ და დიღმის ბაზაზე პირველი წვრთნა გამართეს.

გიორგი ნემსაძის განკარგულებაში ადგილზე მყოფი ფეხბურთელების გარდა, წინა სეზონში სხვადასხვა კლუბებში იჯარით გაშვებული ფეხბურთელებიც ვარჯიშობდნენ.

„დინამომ“ ასევე იმ 5 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა,რომლებაც საქართველსო ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დატოვეს.

გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ.

შეგახსენებთ,რომ სეზონის დასრულების შემდეგ ჩისკო მუნიოსმა თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ესპანელი გუნდიდან მესამედ წავიდა, პირველად ფეხბურთელის ამპლუაში, შემდეგ კი ორჯერ მწვრთნელის ამპლუაში გუნდს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა ორივე შემთხვევაში გუნდს დაემშვიდობა.

ჩისკომ კარიერა პრემიერშიპის გუნდში „უოტფორდში“ გააგრძელა და სადებიუტო შეხვედრაში გათამაშების ლიდერი „ნორვიჩი“ მინიმალური ანგარიშთ დაამარცხა.

 „დინამოში“ კი ესპანელი სპეციალისტი გიორგი ნემსაძემ შეცვლა, რომელმაც გასულ სეზონში გორის ''დილაში'' წარმატებით იმუშავა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გორელები ევროტურნირზე გაიყვანა.

ნემსაძე თბილისის ''დინამოს'' მაისურით 1989-95, 2000 და 2004-05 წლებში ასპარეზობდა. მას ასევე  ''დინამოს'' სპორტულ დირექტორად უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები