ლივერპულთან მოგებით გამოწვეული ემოციები - რალფ ჰაზენჰუტლმა ცრემლები ვერ შეიკავა
Aa
Aa

ლივერპულთან მოგებით გამოწვეული ემოციები - რალფ ჰაზენჰუტლმა ცრემლები ვერ შეიკავა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "საუთჰემპტონმა" ლიდერს და მოქმედ ჩემპიონს "ლივერპულს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-2 წუთზე დანი ინგსმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ "წმინდანების" მთავარმა მწვრთნელმა რალფ ჰაზენჰუტლმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნა. მოზღვავებული ემოციებისგან დაიჩოქა და ატირდა. შეგახსენებთ, რომ "საუთჰემპტონმა" "ლივერპული" პრემიერ ლიგაში ბოლოს 2016 წელს დაამარცხა.

მატჩის შემდეგ რალფმა კომენტარი გააკეთა: "ვიტირე, რადგან ქარმა თვალები ამიცრემლიანა(ხუმრობს). როდესაც ხედავ, თუ როგორ იბრძვიან შენი ბიჭები ეს ძალიან ემოციურია. "ლივერპულის" დასამარცხებლად საუკეთესოდ უნდა ითამაშო და მემგონი ჩვენ ეს შევძელით.

ხმა თითქმის აღარ მაქვს. ბიჭები ძალიან დაიღალნენ, მათ მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. 92-ე წუთზე დავმშვიდდი და მივხვდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები