კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ძალიან გავბრაზდი, მათ უკეთესად შეეძლოთ ეთამაშათ"

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. "წმინდანებმა" დანი ინგსის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ "მერსისაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.

"გულწრფელად გეტყვით, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. მატჩი ცუდად დავიწყეთ, შეხვედრას მთლიანად მეტოქე აკონტროლებდა და ვერაფერი შევცვალეთ. გოლი მე-2 წუთზე გავუშვით და უნდა ვაღიაროთ, რომ ანგარიშის შესაცვლელად ძალები არ გვეყო. პირველი ტაიმი მთლიანად ჩავაგდეთ, მაგრამ ვფიქრობდი მეორე ნახევარში ყველაფერს გამოვასწორებდით.

მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, გვქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ მნიშვნელოვან დროს არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით. წაგება ჩვენი ბრალია, პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. ზედიზედ ორი თამაშია გოლი ვერ გაგვაქვს და ამაზე ვღელავ. ვერ ვუტევთ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ეს გამოსწორდება. ჩვენ სულელები არ ვართ და ამ ყველაფერზე რეაგირება გვექნება.

მე ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს. ისინი საოცარი ადამიანები არიან, მაგრამ დღეს საკმარისად კარგად ვერ ითამაშეს. ვფიქრობ უკეთესად თამაში შეეძლოთ, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ეს გაბრაზება დიდხანს არ გაგრძელდება. "საუთჰემპტონი" კარგი გუნდია და ზოგადად პრემიერ ლიგაში ცუდი და სუსტი გუნდები არ არსებობენ." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის ბოლო 3 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო. 2 ფრე და 1 წაგება - ასეთია კლოპის გუნდის შედეგები. "მერსისაიდელებს" 17 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვთ და იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის შეხვედრას მოიგებს, "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილში გალიდერდებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები