Aa
Aa

ლევანდოვსკი და კიდევ 10 - L'Equipe-ს 2020 წლის სიმბოლურში მესი ვერ მოხვდა

პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ 2020 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. გუნდში მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელები ჭარბობენ, თუმცა მასში ადგილი ლეო მესისთვის ვერ გამოიძებნა.

კარში მანუელ ნოიერი დგას, დაცვის ფლანგებზე ალექსანდრ-არნოლდი და ალფონსო დეივისი არიან გამწესებული, უკანა ხაზის ცენტრს კი ვირჯილ ვან დეიკი და სერხიო რამოსი ამაგრებენ.

ნახევარდაცვის ცენტრში ტიაგო ალკანტარასა და იოზუა კიმიხს ვხვდებით, ფლანგებზე - კევინ დე ბრუინსა და ნეიმარს, ხოლო შეტევის წინა ხაზზე კრიშტიანუ რონალდუსა და რობერტ ლევანდოვსკის.

როგორც ხედავთ, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ „ბაიერნს“ „ეკიპის“ წლის სიმბოლურში 5 წარმომადგენელი ჰყავს, 2 კაცით იქ „ლივერპულია“ წარმოდგენილი, ხოლო თითო ფეხბურთელი „რეალიდან“, „სიტიდან“, პსჟ-დან და „იუვენტუსიდან“ მოხვდნენ.

ფრანგულმა გამოცემამ ეს სიმბოლური ნაკრები მსოფლიოს მასშტაბით 120 სპორტული ჟურნალისტის გამოკითხვის მიხედვით შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები