2020 წლის საუკეთესო ახალბედა - MmaJunkie-მ ილია თოფურიაც გამოარჩია
Aa
Aa

2020 წლის საუკეთესო ახალბედა - MmaJunkie-მ ილია თოფურიაც გამოარჩია

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, Mmajunkie-მ UFC-ში 2020 წელი შეაფასა და წლის საუკეთესო ახალბედა მებრძოლი დაასახელა. ეს წოდება ხამზატ ჩიმაევს ერგო, რომელმაც შარშან ფენომენალურად იასპარეზა და UFC-ის ვარსკვლავად იქცა.

ჩიმაევის გარდა, Mmajunkie-მ კიდევ 3 ახალბედა გამოარჩია, რომლებმაც 2020 წელს წარმატებას მიაღწიეს და UFC-ში ღირსეულად გამოვიდნენ. ჩვენთვის საინტერესო კი ისაა, რომ ერთ-ერთი მათგანი ილია თოფურია გახლავთ.

„ილია თოფურია ტოპ-15-ში ვერ მოხვდა, მაგრამ გვპირდება, რომ თავის წონით დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იქნება.

ელ მატადორმა UFC-ში გატარებული სადებიუტო წლის განმავლობაში ჯერ ქულებით იუსეფ ზალალს სძლია, ხოლო შემდეგ დეიმონ ჯექსონი ბრუტალურ სტილში დაანოკაუტა. 23 წლის თოფურია, რომელიც დაუმარცხებელია და 10-0-ზე აქვს, UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლია და მომავალში საჩემპიონო ქამრის მოპოვების მთავარი პრეტენდენტი იქნება“, - წერს MmaJunkie.

აქვე გეტყვით, რომ თოფურიას გარდა 3 რჩეულს შორის ჯამაჰალ ჰილი და ბრენდონ როივალი დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები