Gazzetta dello Sport: კონდოგბია
Aa
Aa

Gazzetta dello Sport: კონდოგბია "ინტერს" უფასოდ დატოვებს!

იტალიური გამოცემის Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერის" ფრანგი ნახევარმცველი, ჯოფრი კონდოგბია, კლუბს ზამთარში უფასოდ დატოვებს. 

კონდოგბია, რომელიც "ნერაძურიმ" 2015 წელს 31 მილიონ ევროდ შეიძინა, ხელფასის სახით წლიურად 2 მილიონ 350 ათას ევროს იღებს, ამ ფონზე კი, მას თავისი გუნდისათვის პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. 

სხვათა შორის, იტალაში ყოველწლიურად უცუდესი ფეხბურთელების გამოსავლენად, სპეციალური კონკურსია, რომელსაც "ოქროს ურნა" ეწოდება. 

წელს ამ "შესანიშნავი" ტიტულის დაუფლების ერთ-ერთ კანდიდატად, სწორედ კონდოგბია დაასახელეს. 

დავამატოთ ისიც, რომ იმავე Gazzetta dello Sport-ის თქმით, ზამთარში "ჯუზეპე მეაცადან", დავიდე სანტონი, ჯონათან ბიაბიანი, ფელიპე მელო და სტევან იოვეტიჩიც წავლენ. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები