Aa
Aa

"ის გენიოსია" - ფოდენმა გუარდიოლა შეაქო

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის. "ქალაქელებმა" "არისტოკრატებს" იოლად 3:1 სძლიეს. შეხვედრის შემდეგ პეპ გუარდიოლას შეგირდმა ფილ ფოდენმა კომენტარი გააკეთა.

"გუარდიოლა გენიოსია, მას დიდი გუნდების წინააღმდეგ ყოველთვის საოცარი ტაქტიკა აქვს. ეს დღევანდელ მატჩშიც დამტკიცდა. ვიმეორებ, ის გენიოსია და დღეს ჩვენ იდეალურად ვითამაშეთ.

თავს კარგად ვგრძნობ. მსიამოვნებს როგორც ვთამაშობ და ასე ვაპირებ გაგრძელებას. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ძალიან გამიმართლა, რადგან გუნდში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, რომლეთაგანაც ბევრ რამეს ვისწავლი.

რიად მაჰრეზი დღეს სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ თავისუფლად შეეძლო ეთამაშა. ვცდილობ ყოველთვის გამოვიყენო ის შანსი, რომელსაც გუარდიოლა მაძლევს.

პეპი ყველას ენდობა და შანსს ყოველთვის აძლევს. მთავარია ჩვენ სწორად გამოვიყენოთ სათამაშო დრო და ვიბრძოლოთ მაქსიმუმისთვის." - განაცხადა ფოდენმა

შეგახსენებთ, რომ ფოდენმა "ჩელსის" კარი 21-ე წუთზე აიღო და ანგარიში ორამდე გაზარდა. ცნობისთვის 20 წლის ინგლისელი "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია და მთავარ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 93 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები