მორიგი რეკორდი - სუარესი ატლეტიკოს ისტორიაში შევიდა
Aa
Aa

მორიგი რეკორდი - სუარესი ატლეტიკოს ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის მორიგ ტურში "ატლეტიკო" "ალავესს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი ურუგვაელმა ახალწვეულმა ლუის სუარესმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. 

ეს გოლი ლუისისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. ვეტერანი თავდამსხმელი "როხიბლანკოს" ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პირველ 12 შეხვედრაში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა. 9 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა - ასეთია სუარესის მონაგარი. აქამდე ეს რეკორდი რადამელ ფალკაოს ეკუთვნოდა, რომელმაც 10 გოლში მიიღო მონაწილეობა. (9 შედეგიანი დარტყმა და 1 ასისტი)

33 წლის შემტევი ლა ლიგის გათამაშებას 9 გოლით იაგო ასპასთან ერთად ლიდერობს. ცნობისთვის, სუარესი "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონის დასაწყისში გაუშვა. რონალდ კუმანის თქმით, ურუგვაელი მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა. "ბლაუგრანა" კი ახლა 15 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ატლეტიკოს" 13 ქულით ჩამორჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები