ტუხელის ასისტენტი:
Aa
Aa

ტუხელის ასისტენტი: "რომ მთხოვონ მაინც არ დავრჩები პსჟ-ში"

ცნობილია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" დაკავებული თანამდებობიდან ტომას ტუხელი გაათავისუფლა და მის ნაცვლად მაურისიო პოჩეტინო დანიშნა. ამასთან დაკავშირებით გერმანელი სპეციალისტის ასისტენტმა ცოლტ ლოუმ მწვავე კომენტარი გააკეთა.

""სტრასბურგთან" 4:0 გამარჯვების შემდეგ ლეონარდო მოვიდა და გვითხრა, რომ ტუხელი გათავისუფლებული იყო. ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი და უცნაური იყო იმის ფონზე, რომ გასულ სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიყვანეთ.

მიმდინარე სეზონი კარგად ვერ დავიწყეთ, რადგან რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, ზოგს კი კორონავირუსი დაემართა. ასე მუშაობა რთულია და ეს შედეგებზეც აისახა.

რომ მთხოვონ მაინც არ დავრჩები პსჟ-ში. არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ ტუხელს არ გავყვებოდი. შემოთავაზება მქონდა "ზალცბურგიდან" და "ლაიპციგიდან". მათ სურდათ, რომ მე მთავარი მწვრთნელი ვყოფილიყავი, მაგრამ არ დავთანხმდი. 

როდესაც ვინმეს მხარდამხარ იბრძვი არ უნდა მიატოვო. მე და ტომასმა ერთად რთული პერიოდი გამოვიარეთ. ტუხელს სიტყვა მივეცი და ის მენდობა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ძლიერი კავშირი გვაქვს." - განაცხადა ცოლტმა

შეგახსენებთ, რომ ტუხელი პსჟ-ს 2018 წელს ჩაუდგა სათავეში. პარიზულმა გრანდმა გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საფრანგეთში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის "ბაიერნთან" მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები