Aa
Aa

"არ უნდა აჩქარდეს, ტრავმის რეციდივის საშიშროებაა" - ტერზიჩი ჰოლანდზე

ნორვეგიელი ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი კლუბს ტრავმის გამო დიდი ხანია ვერ ეხმარება. მის გარეშე გუნდმა ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ორის მოგება შეძლო. სულ მალე 20 წლის თავდამსხმელი მინდორს დაუბრუნდება და ამასთან დაკავშირებით "ბორუსიას" თავკაცმა ედინ ტერზიჩმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა.

"ჰოლანდი გოლების გატანის სიყვარულით და წყურვილით არის ცნობილი. ამას ჩვენ ყველა თამაშში ვხედავთ. ეს მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, მაგრამ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ერლინგი უნდა დამშვიდდეს და აუჩქარებლად დაბრუნდეს.

მან 1 თვე გამოტოვა და სრული დატვირთვით თამაში არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში ტრავმის რეციდივის საშიშროებას შევხვდებით. ჩვენ მას ვაკვირდებით და გვიხარია, რომ თამაშის და გოლების გატანის სურვილი აქვს." - განაცხადა ტერზიჩმა

ცნობისთვის, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა დაზიანება პირველ დეკემბერს მიიღო და 7 მატჩი გამოტოვა. მიმდინარე სეზონში თვალნათლივ ჩანს, რომ "ბორუსია" ერლინგზეა დამოკიდებული. ჰოლანდმა 14 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები