ფანცულაია ბათუმის დინამოში ითამაშებს
Aa
Aa

ფანცულაია ბათუმის დინამოში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის ''დინამომ'' 26 წლის ფორვარდი გიორგი ფანცულაია დაიმატა, რომელმაც გასული სეზონი ქუთაისის ''ტორპედოში'' გაატარა.

გასულ სეზონში ფანცულაიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. მისი გოლებით ქუთაისური გუნდი ელიტაში დარჩა და შემდეგ სეზონს კვლავ უმაღლეს ლიგაში გაატარებს.

შეგახსენებთ, აჭარული კლუბის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ფანცულაიას ''ზესტაფონსა'' და ქუთაისის ''ტორპედოში'' წვრთნიდა. ფანცულაიას ასევე უთამაშია ''ცხინვალში'', ''საბურთალოში'', გორის ''დილაში'', ''სამტრედიასა'' და საჩხერის ''ჩიხურაში''.

გიორგი ფანცულაიას საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უასპარეზია.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები