ამჯერად იულიან ბრანდტი - არსენალის მორიგი სამიზნე
Aa
Aa

ამჯერად იულიან ბრანდტი - არსენალის მორიგი სამიზნე

ლონდონის "არსენალი" შეტევის გაძლიერებას ცდილობს. "მეთოფეებს" რამდენიმე დღის წინ დიეგო კოშტა დაუკავშირეს, რომელმაც პირადი მიზეზების გამო მადრიდის "ატლეტიკო" დატოვა. 

დღეს კი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი კრისტიან ფალკი, რომელიც გავლენიან გერმანულ გამოცემაში BILD-ში მუშაობს ახალი ინფორმაცია გაავრცელა. "არსენალის" ახალი და მთავარი სამიზნე "დორტმუნდის ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი იულიან ბრანდტია. ფალკის თქმით, გუნდში ეს საკითხი პრიორიტეტულია და ლონდონელები გერმანელის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ.

იულიან ბრანდტმა სახელი ლევერკუზენის "ბაიერში" გაითქვა. ამის შემდეგ ის "დორტმუნდში" გადავიდა, თუმცა გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. დღემდე, 24 წლის შემტევმა 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები