მინო რაიოლა:
Aa
Aa

მინო რაიოლა: "სიცრუეა! ჰოლანდის თაობაზე ბარსელონადან არავის მოუმართავს"

თვის დასაწყისში ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებმა მინო რაიოლას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის თაობაზე მიმართეს. ინფორმაციაში ნახსენები იყო, რომ ყველა კანდიდატის მთავარი დაპირება ნორვეგიელი თავდამსხმელის გადმოყვანა იყო.

დღეს კი თავად მინო რაიოლამ SPORT1-თან საუბრისას ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მას არავინ დაკავშირებია: "ყველაფერი ტყუილია, საპრეზიდენტო კანდიდადეტებიდან არავინ დამკავშირებია და შესაბამისად ჰოლანდის თაობაზეც არავის მოუმართავს. მე არცერთ მათგანთან არ მილაპარაკია. იანვარში, როდესაც ახალი პრეზიდენტი დაინიშნება, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია დამირეკოს და ამ საკითხზე გამესაუბროს"

ამჟამად თავად ერლინგს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშრებს, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხა, რომელიც 90 მილიონ ევროს შეადგენს 2021 წელს ამოქმედდება.

ნორვეგიელი ფეხბურთელით "ბარსელონას" გარდა სხვა კლუბებიც ინტერესდებიან. ჰოლანდს ხშირად მადრიდის "რეალსაც" უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ხოსეპ ბარტომეუს გადადგომის შემდეგ "ბლაუგრანას" პრეზიდენტობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ხუან ლაპორტა, ტონი ფრეიშა ვიქტორ ფონტი და ემილი რუსაუდი.

იმასაც გეტყვით, რომ ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის ზამთარში გადავიდა და მას შემდეგ საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ნორვეგიელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდიც კი დაამყარა. ჰოლანდი გახდა ყველა სწრაფი ფეხბურთელი, ვინც 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 15 გოლი გაიტანა.

ჯამში კი ერლინგს ლიგაზე 16 გოლი აქვს გატანილი. საერთო ჯამში მან "ბორუსიას" ფორმა დღემდე 32-ჯერ მოირგო და მეტოქის კარის ბადე 33-ჯერ შეარხია.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდი 2020 წლის GOLDEN BOY გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები