ახალი მწვრთნელი -
Aa
Aa

ახალი მწვრთნელი - "დილას" უკრაინელი სპეციალისტი გაწვრთნის

გორის „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელი, 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი დემჩენკო იქნება. 

"დილასა" და ანდრეის შორის 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 

დემჩენკომ სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიის ,,მეტალურგის” ასაკობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობა უზბეკურ ,,ობოდში“ განაგრძო, ბოლოს კი ხარკოვის ,,მეტალისტში“ ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მოღვაწეობდა, 2019-20 წლების სეზონში კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

მისი ხელმძღვანელობით ხარკოველებმა 26 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 8-ჯერ დამარცხდნენ.

ანდრეი დემჩენკო სტატისტიკურად ყველაზე მეტჯერ 4-1-4-1 სქემას იყენებს. გარკვეულ მატჩებში 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემებსაც მიმართავს.

შეგახსენებთ,რომ გორელებმა Crsystalbet ეროვნული ლიგაში მესამე ადგილი დაიკავეს და ევრო ტურნირზე იასპარეზებენ.

ჩემპიონატის პრიზიორ კლუბს გიორგი ნემსაძე წვრთნიდა,რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები