Aa
Aa

„რატომ არა ფლოიდი"? - დე ლა ჰოია ყოფილ მეტოქეს იწვევს

ლეგენდარულმა ექს-მოკრივემ, ოსკარ დე ლა ჰოიამ, რომელიც ამჟამად Golden Boy Promotions-ის აღმასრულებელი დირექტორია, რინგზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა. 6 დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა კარიერა 2008 წელს, მენი პაკიაოსთან განცდილი მარცხის შემდეგ დაასრულა, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, მზადაა, დაბრუნდეს და ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ რევანში გამართოს.

„ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ საუკეთესო მოკრივეებს ვეჩხუბებოდი და რატომ უნდა დავუპირისპირდე ნომერ მეორეს? რატომ არ უნდა შევერკინო მოკრივეს, რომელმაც კანელო ალვარესი დაამარცხა? რატომ არ გავმართო მატჩრევანში ფლოიდ მეივეზერთან? ამ ბრძოლას ინტრიგა ნამდვილად ახლავს. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და თავს როგორ ვიგრძნობ. გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მივიღებ“.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერმა კარიერა 2017 წელს, კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ დაასრულა. „მანი“ 20 თებერვალს საჩვენებელ ბრძოლას გამართავს და ლოგან პოლს დაუპირისპირდება.

დე ლა ჰოიას რაც შეეხება, „ოქროს ბიჭუნა“ აქამდე შესაძლო მეტოქედ გენადი გოლოვკინს ასახელებდა, თუმცა როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა და ფლოიდთან ჩხუბი მოუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები