Aa
Aa

"კიდევ მრავალი წელი მსურს თამაში" - რონალდუმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ BBC SPORTS-ს ესაუბრა. ვეტერანი თავდამსხმელის თქმით, მას დიდი იმედი აქვს, რომ კიდევ მრავალი წელი შეძლებს ფეხბურთის თამაშს.

"ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი აქ გონება და აზროვნებაა. არც იმას აქვს მნიშვნელობა კრიშტიანუ კარგი არის თუ ცუდი. არავინ იცის რა მოხდება ხვალ. მე აწმყოთი და დღევანდელი დღით ვცხოვრობ.

ახლა ამ მომენტში თავს კარგად ვგრძნობ და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვითამაშო, მაგრამ წინასწარ არავინ იცის რა მოხდება.

ეს ფეხბურთია. ვიმეორებ, არავინ იცის რა მოხდება ხვალ! როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვესაუბრები, ვეუბნები, რომ კონკრეტული მომენტებით დატკბნენ, რადგან არავინ იცის რა მოხდება მომავალში.

გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთის თამაში არ მიყვარს. ეს იგივეა მიხვიდე ცირკში და ჯამბაზები ვერ ნახო. პანდემიამ ხალხი გააგიჟა. იმედი მაქვს ხალხს მალე მისცემენ სტადიონზე შესვლის უფლებას. სამწუხაროდ ახლა სხვა გზა არ არის და ამას უნდა მივეჩვიოთ. წესებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მათ გარეშე მინდორზე გამოსვლა ცუდი გრძნობაა." - განაცხადა რონალდუმ

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" 2018 წელს მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიელმა 103 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 81 გოლი გაიტანა. მიმდინარე წლის სერია A-ს კი 12 გოლით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები