ისევ იგივე - გულშემატკივრები ენფილდზე და გუდისონ პარკზე ვეღარ შევლენ
Aa
Aa

ისევ იგივე - გულშემატკივრები ენფილდზე და გუდისონ პარკზე ვეღარ შევლენ

ბრიტანეთში კორონავირუსის მორიგი ტალღა დაიწყო. უკანასკნელი ინფორმაციით 30 დეკემბერს ინგლისში 50 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გამო პრემიერ ლიგის მორიგი ტურის მატჩები("ევერტონი - "სიტი"), ("ტოტენჰემი" - "ფულემი") გადაიდო.

BBC SPORT იუწყება, რომ ინგლისის მთავრობამ მიღებული გადაწყვეტილება გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობის დაშვების შესახებ გააუქმა. აქამდე, პრემიერ ლიგის მატჩებზე "ენფილდზე" და "ევერტონის" საშინაო არენა "გუდისონ პარკზე" ფანებს შესვლა შეეძლოთ, ახლა კი ეს წესი ისევ გაუქმდა.

კოვიდ ინფექციის გამო მთელს ინგლისში გამკაცრებული კანონები ამოქმედდება და გულშემატკივრების არშეშვების მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" მორიგ შეხვედრას 30 დეკემბერს სტუმრად "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები