საქართველოს ჩემპიონატი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტდა
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტდა

ოლიმპიურ სასახლეში ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონტი დასრულდა. ტურნირის დასკვნით დღეს ჩემპიონები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ

77 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი თბილისელიბაკურ გოგოლი გახდა. ფინალურ შეხვედრაში გოგოლმა სენაკელი საჩინო დავითაია დაამარცხა.

82 კილოში კი ოქროს მედალი აივენგო რიკაძემ მოიპოვა. გარდაბნელმა მოჭიდავემ ფინალში გელა ბოლქვაძეს აჯობა.

87 კილოში კი ოქროს მედალი თორნიკე ძამაშვილმა დაისაკუთრა. გარდაბნელმა სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში რობერტ კობლიაშვილს მოუგო.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ქაჯაიამ პირველობა არავის დაუთმო. ფინალურ შეხვედრაში ქაჯაიამ თბილისელი მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილი დაამრცხა

დღის ბოლო ორთაბრძოლაში კი გამარჯვებული ზვიად პატარიძე გახდა. 130 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქუთისელმა მოჭიდავემ ლევან არაბულს აჯობა.

შეგახსენებთ,რომ გუშინ ჩემპიონები რამაზ სილაგავა,ირაკლი ძიმისტარაშვილი,ლერი აბულაძე,ჯონი ხეცურიანი და ოთარ აბულაძე გახდნენ.

ამრიგად საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები