ხედირა ინგლისში მიფრინავს - გერმანელი ევერტონს უახლოვდება
Aa
Aa

ხედირა ინგლისში მიფრინავს - გერმანელი ევერტონს უახლოვდება

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი სამი ხედირა "ევერტონში" გადასვლასთან ახლოს არის. იტალიური მედიის ინფორმაციით სამიმ ინგლისში მგზავრობა დაგეგმა, რათა კარლო ანჩელოტის შეხვდეს და ყველა დეტალი განიხილოს.

ცნობილია, რომ "ბებერმა ქალბატონმა" ხედირა გუნდის 2021 წლის განაცხადში არ შეიყვანა. აქედან გამომდინარე ვეტერანი ფეხბურთელი იძულებულია კლუბი შეიცვალოს.

ხედირამ თავის უკანასკნელ ინტერვიუში ხმამაღლა განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურს, რადგან მას საკმარისი ენერგია აქტიური თამაშისთვის კვლავ აქვს და მისთვის მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ ხედირა "იუვენტუსს" 2015 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 144 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები