კოუტინიოსთვის სეზონი დასრულდა? - ბრაზილიელი საოპერაციოა
Aa
Aa

კოუტინიოსთვის სეზონი დასრულდა? - ბრაზილიელი საოპერაციოა

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "ბარსელონამ" "ეიბარს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და "ბლაუგრანამ" მორიგი ქულები დაკარგა, თუმცა ყველაზე ცუდი ეს არ ყოფილა.

კატალონიელთა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ "ეიბართან" დაპირისპირების დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო და მინდორი ექიმების დახმარებით დატოვა. ფილიპემ მარცხენა მუხლის მყესი გაიწყვიტა და საოპერაციოა. ინფორმაციას "ბარსელონას" ოფიციალური ვებ-საიტი ადასტურებს.

კოუტინიოს გამოჯანმრთელებას 4-5 თვე დასჭირდება. სავარაუდოა, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ მან დაზიანება მატჩის მიწურულს სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიიღო. ბრაზილიელს არავინ შეხებია.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველი ბარსას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაუბრუნდა. ცნობისთვის, ფილიპე მიუნხენის "ბაიერნში" იყო განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში კი კოუტინიომ კატალონიელთა მაისური 12-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები