ATP Cup ჩატარდება - საქართველო არ იქნება
Aa
Aa

ATP Cup ჩატარდება - საქართველო არ იქნება

1 თებერვალს სტარტს აიღებს ATP Cup. ეს ტურნირი 1 წელია რაც დაარსდა და პირველი ჩემპიონი სერბეთის ნაკრები გახდა(ნოვაკ ჯოკოვიჩი, დუშან ლაიოვიჩი, ნიკოლა მილოევიჩი და ვიქტორ ტროიცკი). ფინალში მათ ესპანეთს სძლიეს. დღეს კი ცნობილი გახდა იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც ხსენებულ გათამაშებაში შეძლებენ მონაწილეობას.

ესენი არიან - კანადა, იაპონია, სერბეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, არგენტინა, ავსტრია, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუსეთი და ავსტრალია. ცნობისთვის, ATP Cup მელბურნში ტარდება და შესაბამისად ავსტრალიამ "უაილდ ქარდი" მიიღო.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ავსტრალიაში ვერ ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით, წელს ქვეყნების რაოდენობა განახევრდა. მონაწილეობას 24-ის ნაცვლად 12 ქვეყანა მიიღებს. 

ქვეყნები ოთხ სამ გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან და გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ. შეგახსენებთ, რომ მონაწილე ჩოგბურთელები რეიტინგის მიხედვით ირჩევიან. ATP Cup 5 თებერვალს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები