დეპაის კვლავ ბარსელონაში უნდა - ბარსამ კი ჯერ არ იცის...
Aa
Aa

დეპაის კვლავ ბარსელონაში უნდა - ბარსამ კი ჯერ არ იცის...

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა მალე გაიხსნება და ევროპაში რამდენიმე საინტერესო გარიგების დადება არის მოსალოდნელი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მემფის დეპაის მოსალოდნელი ტრანსფერია.

CBS Sports-ი და Mundo Deportivo წერს, რომ ნიდერლანდელ ფორვარდს კვლავ აქვს სურვილი კარიერა „კამპ ნოუზე“ გააგრძელოს და ეს იანვარშივე მოხდეს.

როგორც ცნობილია „ლიონმა“ დეპაი 5 მილიონ ევროდ შეაფასა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა კლუბს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი საბოლოოდ უთხრა.

წყაროს ცნობით, მემფისს არ სურს, რომ პსჟ-ში გადავიდეს და „ლიონის“ კონკურენტი კიდევ უფრო გააძლიეროს. მას კვლავინდებურად კუმანის გუნდში მოხვედრა უნდა. როგორც ცნობილია ფეხბურთელსა და კატალონიელებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები სიტყვიერად უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია.

რაც შეეხება „ბარსას“, კატალონიელები პრიორიტეტულად დაცვის ცენტრის გაძლიერებას და „სიტიდან“ ერიკ გარსიას შეძენას გეგმავენ, რომელიც დეპაის მსგავსად საკმაოდ იაფი დაუჯდებათ.

ამ მომენტისთვის უცნობია, შეძლებს თუ არა „ბარსა“ ერთბაშად 2 ახალი ფეხბურთელის გაფორმებას. პირველ რიგში კლუბმა ჯერ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, რომ საჭირო თანხის მიღებასთან ერთად განაცხადში ადგილიც გამოანთავისუფლონ. ყველაფერი უახლოეს 2 კვირაში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები