შესაძლოა მესი ბარსელონაში 2023 წლამდე დარჩეს - შემდეგ MLS...
Aa
Aa

შესაძლოა მესი ბარსელონაში 2023 წლამდე დარჩეს - შემდეგ MLS...

ევროპულ საფეხბურთო პრესაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ლეო მესის მომავალია. ამ მომენტამდე უცნობი რჩება, თუ სად გააგრძელებს არგენტინელი კარიერას.

Catalunya Radio-ს ცნობით, ლეო მესი ლუის სუარესთნ ერთად კარიერის ბოლო წლების „ინტერ მაიამიში“ გატარებას გეგმავს, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემი გახლავთ.

PonsetiRadio-ს ინფორმაციით, მესი „ბარსელონაში“ 2023 წლამდე დარჩება და ევროპაში სხვა კლუბის მაისურს არ მოირგებს. ლეოს „მანჩესტერ სიტიში“ თამაშის სურვილი აქვს, თუმცა ოჯახს პირველ ადგილას აყენებს და მათ აზრს ითვალისწინებს.

წყაროს ცნობით, მესიმ წელიწადნახევრის წინ 8 მილიონ ევროდ მაიამიში "პორშე ბილდინგში" ბინა შეიძინა, რაც არსებულ ინფორმაციას უფრო ამყარებს.

„ილუზიურად ყოველთვის მქონდა იდეა, აშშ-ში ცხოვრებით სიამოვნება მიმეღო“, - თქვა ლეომ La Sexta-სთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები