მარსელო ბიელსა - ფსიქოპათი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს ხის კენწეროდანაც აკვირდება
Aa Aa

მარსელო ბიელსა - ფსიქოპათი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს ხის კენწეროდანაც აკვირდება

ოდესმე გსმენიათ იმის შესახებ, რომ მარსელო ბიელსა მისი გუნდის გულშემატკივარს ხელყუმბარით ემუქრებოდა. ან როგორ გაემგზავრა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან ერთად, მეტოქეების თამაშების ათასობის ვიდეო კასეტით? ან კიდევ, ის, რომ მან საკუთარ მეკარეს ბურთის აუტზე გადაგდება აიძულა იმის გამო, რომ მეტოქეს აუტიდან შეტევის დაწყება უჭირდა. ეს მარსელო ბიელსაა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე განსხვავებული მწვრთნელია. ის კვლავ საქმეშია და  “ლიდსთან“ ერთად, ჩემპიონშიფის გავლით, უკვე პრემიერ ლიგაშია.

ყოფილი ფეხბურთელების თქმით, ბიელსას უკლებლივ ყველა ისტორია მოგონილია, მაგრამ თავადვე ამბობენ, რომ ეს ისტორიები სენიორ მარსელოს ძალიან უხდება.

„ბიელსა - მითებში დამალული მწვრთნელი“ – BBC-ის დოკუმენტური ფილმია და მისი მომზადებისას ჩაწერეს ინტერვიუები ხალხთან, რომელთაც ბიელსასთან ერთად ყველაზე დიდი დრო ჰქონდათ გატარებული. ბუეონოს აიერისდან ბილბაომდე, მეხიკოდან მარსელამდე. ამ ხალხისგან უნდა გაეგოთ სენიორ მარსელოს უნიკალურობის შესახებ.

 

ბიელსა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესის პროვინცია სანტა ფე-ში დაიბადა. მისი მშობლები ადვოკატები, დიპლომატები და პოლიტიკოსები იყვნენ. ძმაც მშობლების საქმიანობას მიჰყვა და დიპლომატიური ფაკულტეტის განათლება მიიღო. ახლა იგი არგენტინის ელჩია ჩილეში.

მარსელოს ბავშვობიდან ფეხბურთი უყვარდა და მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა. თავად ძალიან ცოტა ხანს თამაშობდა „ნიუელსში“, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ფიზიკური მდგომარეობა და ტვინი მხოლოდ მწვრთნელობისთვის იყო შექმნილი, რის გამოც მალევე ფეხბურთის თეორიის საკითხების შესწავლას შეუდგა. 25 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშს თავი დაანება და „ნიუელსის“ ახალგაზრდულ გუნდში ფეხბურთელების შერჩევა დაიწყო. ეს გამოცდილებმა მას დღემდე მოყვება.

 

„არგენტინაში ფეხბურთელებს ყველა ქუჩასა და ჩიხში ეძებენ, რადგან აქვთ იმედი, რომ ახალ მარადონას, ბატისტუტას ან მესის აღმოაჩენენ. თუმცა, კონკრეტულად ბიელსამ, სკაუტის საქმე ხელოვნების დონემდე აიყვანა. მან და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ხორხე გრიფმა ქვეყანა ორ ნაწილად გაყვეს. თუ მოსწონდათ ფეხბურთელი, ჩადიოდნენ ლოკაციაზე და ფეხბურთელს პირადად ხვდებოდნენ.  როდესაც მაურიციო პოჩეტინო 19 წლის იყო, ბიელსა მას სახლში ღამის 2 საათზე ეწვია და დედამისს მის შესაძლებლობებზე ესაუბრებოდა. თინეიჯერი ფეხბურთელის დედამ სენიორ მარსელო შვილის ოთახში შეიყვანა, მაგრამ მაურისიოს უკვე ჩასძინებოდა. ბიელსამ მშობელს უთხრა: „არ ინერვიულოთ, მე არ მსურს საუბარი, მხოლოდ მისი ფეხებს ნახვა მინდა ჩვენს გუნდში“, - ამბობს არგენტინელი საფეხბურთო მწერალი მარსელა მორა არაუხო.

პოჩეტინო „ნიუელსის“ ფეხბურთელი გახდა და ბიელსასთან ერთად არგენტინის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. პოჩეტინოს თანაგუნდელი რიკარდო ლუნარი იხსენებს, რომ მარსელომ ფეხბურთელი 1995 წელს ნახა, როდესაც პოჩეტინომ ერთ-ერთ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

თამაშის შემდეგ იგი მამამისთან მივიდა და უთხრა, რომ მისი შვილი „ნიუელსის“ ფეხბურთელი გამხდარიყო. მამას განუმარტავდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშმა ძალიან დააინტერესა. სენიორ მარსელო ძალიან ემოციური იყო და მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლებოდა - ხელებითა და მთელი ტანით ხსნიდა „პოჩეს“ კარგ ფეხბურთელობას“, - იხსენებს ლუნარი, რომელმაც ბიელსას მწვრთნელობა საკუთარ თავზე მალევე გამოსცადა.

 

„მისი სავარჯიშო განრიგიც განსხვავებული იყო. ჩვენთვის, 15-16 წლის ბიჭებისთვის, ეს სერიოზული გამოწვევა გახდა. მიჩვეული ვიყავით ნახევარსაათიან ვარჯიშს, მარსელოსთან ერთად კი ეს პროცესი 3 საათი გრძელდებოდა. ძალიან გვიჭირდა, მის აზროვნებას დავწეოდით“,- აღნიშნავდა ლუნარი.

კარიერის განმავლობაში ბიელსას თავის ფეხბურთელებს ფიზიკურ და მენტალურ მხარეზე ავარჯიშებდა. დღესაც, „ლიდსში“ ის ფეხბურთელებს ავარჯიშებს 11-11-ზე ბურთის ფლობაზე. მათი მთავარი დავალეებაა, ბურთი მოედნიდან არ გადავიდეს.

მექსიკის ნაკრების ყოფილი ნახევარცველი პაველ პარდო იხსენებს, თუ როგორ უხაროდა ბიელსას გვადალახარას „ატლასის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების მონდომება. ისინი მწვრთნელის ყველა თხოვნას ასრულებდნენ.

„მას ჰქონდა რვეული, რომელიც სავარჯიშოებით იყო სავსე. თანაც, იქ ორჯერ არც ერთი სავარჯიშო მეორდებოდა. საწვრთნელი პროცესის შემდეგ ძლივს ვსუნთქავდით ხოლმე, ბიელსა კი ჩვენი შემხედვარე ბედნიერი იყო“, - განცახადა პარდომ, რომელსაც მექსიკის ნაკრების მაისურით 146-ჯერ უთამაშია.

ბიელსასთვის მატჩისთვის მზადება სავარჯიშო მოედანზე არ სრულდება. ლუნარსა და პარდოს, სახლში მოწინინააღდეგის თამაშის ამსახველ ვიდეომასალას ატანდა, რათა მეტოქის შეცდომები და ტაქტიქური სქემები შეესწავლათ. „ნიუელსის“ მცველის, დარიო ფრანკოს ქორწილის დროს, ბიელსამ მთელი გუნდი სასტუმროს შეხვედრების ოთახში გაიყვანა და მომავალი მეტოქის ვიდეობი აჩვენა. ამ ფაქტების გამო მას „გიჟი“ (El Loco) შეარქვეს.

 

ერთხელ ვარჯიშზე მივედით, ბიელსა კი არსად ჩანდა, მხოლოდ მისი ყვირილი და მითითებები გვესმოდა. ბოლოს ხის კენწეროზე ამძვრალი დავინახეთ, უნდოდა, ჩვენი ვარჯიშისთვის ზევიდან ეყურებინა“, - იხსენებს ლუნარი.

ბიელსას 30-წლიანმა მეთოდმა „ლიდსში“ კარგად იმუშავა. გულშემატკივრები ბედნიერები არიან, რომ მათი საყვარელი გუნდი პრემიერლიგაში დაბრუნდა, ხოლო მოთამაშეებმა - მატეუშ კლიხმა, კაპიტანმა ლიემ კუპერმა და კელვინ ფილიპსმა თამაშის დონეს საგრძნობლად მოუმატეს. ამ უკანასკნელმა ინგლისის ნაკრების რიგებში დანიის წინააღმდეგ სადებიუტი მატჩი გამართა.

ესპანელი ფორვარდი არის ადურისი ბიელსას მადლიერი იყო და ამბობდა, რომ 30 წლის ასაკის შემდეგ მისი წარმატებული თამაში სენიორ მარსელოს სამწვრთნელო მეთოდებისგან მიღებული გამოცდილების შედეგი იყო.

„დიახ, მისი დამსახურებაა, რომ ფეხბურთი ამ ასაკამდე ასეთ დონეზე ვითამაშე. ის ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს და მხოლოდ მაშინ არის კმაყოფილი, თუ გუნდი ბოლომდე დაიხარჯება. ყველა ვარჯიშს სხვა დატვირთვა ჰქონდა. დიახ, ნამდვილად რთულია ამის გაძლება, მაგრამ ახლა ვხდები, რომ აუცილებელია. მადლობა ღმერთს, ბიელსა „ბილბაოს“ წვრთნიდა. თუმცა, ერთად მხოლოდ 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ“, - განაცხადა ადურისმა.

ბევრის აზრით, ბიელსა ფეხბურთელებს ვარჯიშზე ფიტავს და სწორედ ესაა მიზეზი, რომ მისი გუნდები დიდ წარმატებას ვერ აღწევენ. „ბილბაოში“ ყოფნისას მან გუნდი ევროპა ლიგისა და ესპანეთის თასის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ტიტული ვერ მოიგო.

რაც შეეხება „მარსელში“ გატარებულ პერიოდს, გუნდმა პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა და ჩემპიონატსაც ლიდერობდა, მაგრამ მეორე წრეში ყველაფერი შეიცვალა და ჩემპიონობა არ გამოვიდა. ამის მიუხედავად, მარსელში El Loco ძალიან უყვართ და მას „პროფესორი“ შეარქვეს.

აღსანიშნავია, რომ უკვე ნახსენებმა რიკარდო ლუნარიმ ჩილეს ნაკრებში 2007-2011 წლებში ბიელსას თანაშემწედ იმუშავა, თუმცა ამბობს, რომ აღარ სურს, მომავალში მათ ისევ ითანამშრომლონ.

„მასთან ერთად მუშაობა აღარ მინდა. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ არ შემიძლია, 24 საათის განმავლობაში მომავალ მატჩზე ვიფიქრო და სხვა არაფერი ვაკეთო. ვთქვლი, რომ მის გვერდით მუშაობას სხვა სტიმული სჭირდება“, - დაიწუწუნა ლუნარიმ.

„ლიდსში“ 2018 წელს მივიდა, თუმცა კლუბის ფანებისთვის თავის შეყვარება უკვე მოასწრო. ლიდსელთა გულშემატკივრებმა Queen-ის ლეგენდარული კომპოზიცია - Bohemian Rhapsody გადააკეთეს და Bielsa Rhapsody დაარქვეს.

გაზიარება: