Crystalbet ეროვნული ლიგა -
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - "ტორპედომ" ლიცენზია შეინარჩუნა

სასიხარულო ინფორმაცია ქუთაისიდან. „ტორპედო“ ახალ წელს დავალიანების გარეშე შეხვდება და ლიცენზიასაც შეინარჩუნებს.

ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

,,ტორპედო" ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის განცხადებით კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება.

გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას.

⚠️ განცხადება ,,ტორპედო" ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის ...

Posted by FC Torpedo Kutaisi on Tuesday, December 29, 2020

შეგახსენებთ,რომ „ტორპედომ“ Crystalbet ეროვნულ ლიგაში 17 ქულით მერვე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში ადგილი პლეიუტში „გაგრასთან“ გამარჯვებით შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები