Aa
Aa

"პსჟ"-ს ფორვარდი საქართველოს 16 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ასაკობრივი გუნდის თავდამსხმელი, ნიკა ქუთათელაძე, საქართველოს 16 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.

ქუთათელაძე თავდაპირველ სიაში არ იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდგომ მას ფედერაციიდან მიწვევა მიუვიდა.

საქართველოს 16 წლამდე ნაკრები შეკრებას 9 დეკემბერს იწყებს, ხოლო 11-ში "პსჟ"-ს ჩემპიონატის მატჩი აქვს და კლუბი ფეხბურთელს ამის გამო ვერ ათავისუფლებდა.

საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა - ნიკა "პსჟ"-ს დაეხმარება და თბილისში მატჩის შემდეგ გამოემგზავრება.

საქართველოს 16 წლამდე ნაკრები 16 და 19 დეკემბერს, თბილისში აზერბაიჯანელ თანატოლებს გაეჯიბრება.

ქუთათელაძეს მიმდინარე სეზონში პარიზის რეგიონის 16 წლამდე ჩემპიონატის შვიდ შეხვედრაში, ამდენივე გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები