ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზი ანტალიაში ითამაშებს!
Aa
Aa

ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზი ანტალიაში ითამაშებს!

საჩოგბურთო სამყარო იანვარში ბრუნდება. ATP-ის ტურნირების ხილვა გულშემატკივრებს სულ მალე შეეძლებათ. საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-40 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის 250 ქულიანი კატეგორიის ჩემპიონატზე გახსნის სეზონს.

ცნობისთვის, აღნიშნული გათამაშება 5 იანვარს დაიწყება და 13 იანვარს დასრულდება. მონაწილეობას ნიკოლოზის გარდა ფაბიო ფონინი, მატეო ბერეტინი, იანიკ სინერი, დავიდ გოფინი და სხვა ცნობილი ჩოგბრთელები მიიღებენ. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ბასილაშვილის პირველი მეტოქე.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 2020 წელი მე-40 ადგილზე დაასრულა. სამწუხაროდ ნიკოლოზმა უკანასკნელი შეხვედრები ვერ მოიგო. მის წარუმატებელ ასპარეზობას პირად ცხოვრებაში განვითარებულ არასასიამოვნო მოვლენებს უკავშირებენ.

უკანასკნელი შეხვედრა ბასილაშვილმა სოფიას ტურნირზე მარკ-ანდრეა ჰუესლერთან გამართა და სამ სეტში 1:6 6:4 6:7 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჰუესლერი რეიტინგში 148-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები