Aa
Aa

"თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ" - რა თქვა ლამპარდმა მატჩის შემდეგ?

Boxing day აქტიურ ფაზაში შევიდა. ლონდონის "ჩელსიმ" "ასტონ ვილას" უმასპინძლა და მორიგი ქულები დაკარგა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ "არისტოკრატების" თავკაცმა ფრენკ ლამპარდმა პრესკონფერენცია გამართა.

"მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ "ასტონ ვილა" კარგი გუნდია. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. რთული პერიოდი გამოვიარეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ გუნდს გაუმჯობესება ჭირდება.

სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. სიტუაცია ყოველ კვირას იცვლება. გამარჯვების შემთხვევაში დაწინაურების შესანიშნავი შანსი გვექნებოდა. მიუხედავად დაფიქსირებული შედეგისა, ჩემი გუნდის თამაშში ბევრი სიახლე დავინახე.

ერთადერთი რაც არ მომეწონა გაშვებული გოლია. ბევრი შანსი არც ჩვენ გვქონდა და მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ორ ბურთიანი სხვაობა კი თავს კომფორტულად გაგრძნობინებს. ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. მათი დამოკიდებულება მისაღებია.

ვფიქრობ "ვილას" გოლის მომენტში ხელი იყო. მეოთხე და გვერდითი მსაჯები ახლოს იდგნენ. არ ვიცი რატომ არ დააფიქსირეს ჯარიმა. ჟირუ კარგ ფორმაშია. ფრანგს თუ სწორ ადგილზე გაუკეთებთ პასს, ის აუცილებლად გაიტანს. ასევე მომეწონა ჰადსონ-ოდოის თამაში. მინდა, რომ ის მალე ჩადგეს სასურველ ფორმაში." - განაცხადა ლამპარდმა

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ "ჩელსი" სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე დაქვეითდა. "არისტოკრატებს" 16 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვთ. მომდევნო მატჩს ლამპარდის ბიჭები 3 იანვარს შინ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები