Aa Aa
28 დეკემბერი 2020  |  20:24

საქართველოს ნაკრების ოცნების გუნდი - Fiba Eurobasket-მა რჩეულები დაასახელა

Fiba Eurobasket-მა წამყვანი ევროპული საკალათბურთო ნაკრებების 21-ე საუკუნის ოცნების გუნდები შეარჩია და გულშემატკივრებს მათ შორის გამარჯვებულისა და ფინალისტების დასახელებისკენ მოუწოდა.

Who you got in the final and who would win the ???? between #EuroBasket Dream Teams? ????????

Posted by FIBA EuroBasket on Monday, December 28, 2020

ჩვენთვის საინტერესო ის გახლავთ, რომ 15 გუნდს შორის საქართველოს ნაკრებიცაა. 2000-დან 2020 წლამდე ევრობასკეტის დრიმ თიმში ქართველთა მხრიდან ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე და მაიკლ დიქსონი მოხვდნენ.

Posted by FIBA EuroBasket on Monday, December 28, 2020

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ოცნების გუნდიდან კარიერა 3 კალათბურთელს აქვს დასრულებული. ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტში“ საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტად მუშაობს. ვიქტორ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის წევრია. მანუჩარ მარკოიშვილი „ტიტების“ თავკაცია, ხოლო დიქსონი „მანუს“ მიერ გაწვრთნილ გუნდში გამოდის. თორნიკე შენგელიას რაც შეეხება, „თოკომოტივი“ მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში