საქართველოს ჩემპიონატი - თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტდა
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი - თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტდა

თბილისი ოლიმპიურ სასახლეში თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა.

ტურნირის მეორე დღეს ჩემპიონები 5 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

79 კილოში ქვეყნის ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა , რომელმაც ფინალში ხარაგაულელი ევსები შველიძე დაამრცხა.

86 კილოში გამართული ფინალი დაძაბული გამოდგა. დავით მარსაგიშვილისა და სანდრო ამინაშვილის ბრძოლა ფრედ 1:1 დასრულდა. სანდრომ ბოლომ მოიპოვა ქულა და ამ უპირატესობის ხარჯზე ოლიმპიური თამაშების პრიზიორი დაამრცხა.

92 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში გამარჯვება ირაკლი მწითურმა მოიპოვა. ოქროსთვის ბრძოლაში ირაკლიმ ახალგაზრდა მირიან მაისურაძეს აჯობა.

97 კილოში ჩემპიონობა ელიზბარ ოდიკაძემ არავის დაუთმო. ფინალურ შეხვედრაში გამოცდილმა მოჭიდავემ ახლაგზრდა გივი მაჭარაშვილს მოუგო.

დღის ბოლო დაპირისპირებაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა იასპარეზა. გორელმა მოჭიდავემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზვიად მეტრეველის დამარცხებით მოიპოვა.

შეგახსენებთ,რომ გუშინ ჩემპიონები ბექა ბუჯიაშვილი,ბექა ლომთაძე,შმაგი თოდუა,დავით ტლაშაძე და ავთანდილ კენჭაძე გახდნენ.

ამრიგად საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტდა.

ხვალიდან კი ოლიმპირ სასახლეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები