2020 წლის რჩეულნი: ჭიაბრიშვილი საუკეთესო მწვრთნელია
Aa
Aa

2020 წლის რჩეულნი: ჭიაბრიშვილი საუკეთესო მწვრთნელია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დასახელდა. 41 სპეციალისტი თბილისის ''ლოკომოტივს'' 2020 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს. გასულ სეზონში ''ლოკომოტივმა'' მეოთხე ადგილი დაიკავა.

სეზონის საუკეთესონი facebook-ში, Instagram-სა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით გამოვლინდნენ.

ნომინანტები: გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივი), ჩისკო მუნიოსი (დინამო თბ), გიორგი ნემსაძე (დილა)

სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვით 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ გიორგი მამარდაშვილი, ხოლო საუკეთესო მცველად მამუკა კობახიძე დასახელდა.

სეზონის საუკეთესო მეკარე (ნომინანტები): გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი), როინ კვასხვაძე (დინამო თბ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა)

სეზონის საუკეთესო მცველი (ნომინანტები): მამუკა კობახიძე (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა სანდოხაძე (ლოკომოტივი)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის საუკეთესო ნახევარმცველი ბექა დარცმელია გახდა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელი გორის ''დილას'' უკრაინელი ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკი.

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი (ნომინანტები): ბექა დარცმელია (ლოკომოტივი) სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ)

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი (ნომინანტები): მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ნიქაბაძე (დინამო ბთ)

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი მიკოლა კოვტალიუკია.

ბომბარდირთა სამეული: მიკოლა კოვტალიუკი (დილა - 13 გოლი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი - 9 გოლი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ - 8 გოლი)

საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე, დილას უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკის გარდა, ასევე წარდგენილი იყვნენ ვაგნერ გონსალვესი (დინამო ბთ) და ულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი).

2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ირაკლი სიხარულიძე დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები