გადაწყდა - ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
Aa
Aa

გადაწყდა - ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

39 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცედურებს აქტიურად გადიოდა და ფორმაშიც შედიოდა, თუმცა როგორც ჩანს ავსტრალიის ღია პირველობისთვის ის კონდიციების სრულად აღდგენას ვერ ახერხებს.

AP-ის ცნობით, როჯერი 2021 წელს ავსტრალიაში არ ითამაშებს.

„როჯერმა 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვება გადაწყვიტა. ბოლო 2 თვეში მან მუხლის აღდგენისა და ფიზიკური ფორმის დაბრუნების მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ გუნდთან და კონსულტანტთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კორტზე დაბრუნება მისთვის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ გაცილებით უკეთესი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ფედერერმა მუხლზე ოპერაცია 2020 წლის თებერვალში გაიკეთა, ივნისში კი ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. თავდაპირველად თავად როჯერიც და პრესაც იუწყებოდა, რომ შვეიცარიელი ავსტრალიის ღია პირველობისთვის დაბრუნდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები