იაკობიშვილმა ფინალი წააგო - საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო
Aa
Aa

იაკობიშვილმა ფინალი წააგო - საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო

ოლიმპიურ სასახლეში თავისუფალ სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონტამა დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

57 კილოში ოქროს მედალი გორელმა მოჭიდავემ ბექა ბუჯიაშვილმა დაისაკუთრა. ფინალში ბექამ გამოცდილი ოთარ გოგავა დაამარცხა და საქართველოს ნაკრებში ადგილი გაინაღდა.

61 კილოგრამ წონით კატეგორიaში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონი ბექა ლომთაძე გახდა. ქუთაისლემა სპორტსმენმა ფინალში თეიმურაზ ვანიშვილს მოუგო.

65 კილოში სამტრედიელმა მოჭიდავემ შმაგი თოდუამ პირველობა არავის დაუთმო. ფინალურ შეხვედრაში შმაგიმ ქუთისელი სპორტსმენი გიორგი ჭოლაძე დაამრცხა.

70 კილოში კი ჩემპიონატის პირველი სენსაცია დაფიქსირდა. მსოფლიო ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა  ფინალური შეხვედრა დათმო. საქართველოს ჩემპიონი გორელი დავით ტლაშაძე გახდა.

დღის ბოლო ფინალში კი ჩემპიონობა ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვა. გამოცდილმა მოჭიდავემ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ვლადიმერ გამყრელიძე დაამრცხა.

გეგა გეგეშიძე - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

28 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი (79, 86, 92, 97 და 125 კგ) კატეგორიის ფალავნები საასპარეზოდ გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები