წლის ძიუდოისტები - საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი ძიუდოისტები გამოარჩია
Aa
Aa

წლის ძიუდოისტები - საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი ძიუდოისტები გამოარჩია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 21 დეკემბერს შეწყდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ  ნომინაციაში წლის "ამომავალი ვარსკვლავი" ტატო გრიგალაშვილი გახდა. ინფორმაცია საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა. 

???? ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“....

Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on კვირა, 27 დეკემბერი, 2020

შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა 2020 წლის ნოემბერში  ევროპის ჩემპიონი ჯერ 23 წლამდლეებში გახდა, ხოლო 10 დღეში იგივე შედეგი პრაღაში მთავარ ნაკრებთან დააფიქსირა.

რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, მან ნომინაცია "წლის საუკეთესო ძიუდოისტი მამაკაცის" წოდება მიიღო. ცნობისთვის, ჩხვიამიანმა 2019 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

???? ლუხუმ ჩხვიმიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო მამაკაცი...

Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on კვირა, 27 დეკემბერი, 2020

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები