მოდრიჩი კიდევ ერთი წლით! - შეთანხმება შედგა
Aa
Aa

მოდრიჩი კიდევ ერთი წლით! - შეთანხმება შედგა

ცნობილი სპორტული გამოცემა MARCA იუწყება, რომ ლუკა მოდრიჩსა და მადრიდის "რეალს" შორის შეთანხმება შედგა. ხორვატი ნახევარმცველი "ბლანკოსში" კიდევ ერთი წლით დარჩება. ფლორენტინო პერესმა 2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელს ხელშეკრულება 2022 წლამდე გაუფორმა.

აღსანიშნავია, რომ ლუკა საოცარ ფორმაში იმყოფება და ტრავმის მიღებამდე მიმდინარე სეზონში უკლებლივ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის, სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა მოდრიჩის სხვა კლუბში გადასვლის შესახებ, მაგრამ ახლა ყველაფერს წერტილი დაესვა.

35 წლის ვეტერანს ძირითადად "ინტერს" უკავშირებდნენ. ლუკას "სამეფო კლუბში" დატოვების საკითხით თავად ზინედინ ზიდანი იყო დაინტერესებული. ფრანგის განცხადებით ხორვატი მისი გუნდის უცვლელი წევრია და მის გარეშე "რეალს" მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალს" 2012 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 363 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 25 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები