პრობლემები სიტიში - ჟესუსს და უოკერს Covid-19 დაუდგინდათ
Aa
Aa

პრობლემები სიტიში - ჟესუსს და უოკერს Covid-19 დაუდგინდათ

პრემიერ ლიგაში Boxing day დაიწყო და პეპ გუარდიოლას გუნდში პრობლემებია. "ქალაქელთა" ორ წამყვან ფეხბურთელს გაბრიელ ჟესუსს და კაილ უოკერს კორონავირუსი დაუდგინდათ. ინფორმაციას "მანჩესტერ სიტის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

ფეხბურთელები ამჟამად თვითიზოლაციაში არიან გადასულები და შესაბამის მკურნალობას გადიან. საბედნიეროდ ტესტირების შედეგად სხვა არცერთ მოთამაშეს არ აღმოაჩნდა კოვიდ ინფექცია. როგორც უკვე მოგახსენეთ, Boxing day დაიწყო და ასეთ მნიშვნელოვან დროს ხსენებული მოთამაშეების გამოკლება გუარდიოლასთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

მანჩესტერული გრანდი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არასახარბიელო შედეგებს აჩვენებს. პეპის გუნდი 23 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. "ქალაქელები" მომავალი 8 დღის განმავლობაში სამ მატჩს გამართავენ.

27 დეკემბერი - "მანჩესტერ სიტი" - "ნიუკასლი"

29 დეკემბერი - "ევერტონი" - "მანჩესტერ სიტი"

3 იანვარი - "ჩელსი" - "მანჩესტერ სიტი" 

ასეთი გახლავთ გუარდიოლას შეგირდების უახლოესი კალენდარი. უოკერის და ჟესუსის არ ყოფნა ასეთ დაძაბულ გრაფიკში მართლაც პრობლემაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები