Aa
Aa

"ლივერპულის გაწვრთნა ჩემი ოცნებაა" - ჯერარდმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"ლივერპულის" ლეგენდარულმა ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა THE ATHLETIC-თან საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

"მინდა თუ არა ერთ დღეს "ლივერპულის" გაწვრთნა? , ეს ოცნებაა? დიახ, მაგრამ ჩვენ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა და ნანატრი პრემიერ ლიგა მოაგებინა. 

მიუხედავად იმისა, რომ მე "მერსისაიდელების" კაპიტანი ვიყავი და საუკეთესო კარიერა მქონდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგი შესაძლო მწვრთნელების სიაში მე ვიქნები. ასეთ დონეზე მუშაობისთვის გამოცდილება მჭირდება." - განაცხადა ჯერარდმა

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდმა ახალგაზრდული კარიერა 1989 წელს "ლივერპულის" აკადემიაში დაიწყო. 9 წლის შემდეგ ის მთავარ გუნდში დააწინაურეს და 1998 წლიდან "მერსისაიდელთა" პირველი გუნდის წევრი იყო, მოგვიანებით კი კაპიტანი. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისელმა 710 მატჩი ჩაატარა და 186 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები