1955 წლიდან დღემდე - უეფამ საუკეთესო 11 კლუბის სია გამოაქვეყნა
Aa
Aa

1955 წლიდან დღემდე - უეფამ საუკეთესო 11 კლუბის სია გამოაქვეყნა

UEFA-მ თავისი ორგანიზაციის ისტორიაში საუკეთესო 11 კლუბის რეიტინგი წარმოადგინა.

შედეგები დაითვალა 1955-2020 წლებში ჩემპიონთა თასისა და ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩის მიხედვით. გუნდებს 2 ქულა მოგებისთვის, ხოლო ფრედ ნათამაშები მატჩებისთვის 1 ქულა მიენიჭათ.

ალბათ არავისთვის არის გასაკვირი, რომ პირველ ადგილზე მადრიდის „რეალი“ იმყოფება, რომელმაც ტურნირზე ჯამში 51-ჯერ ითამაშა და თასი 13-ჯერ აღმართა. „სამეფო კლუბმა“ ტურნირზე ჯამში 445 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 265 მოიგო, 77-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 103-ჯერ დამარცხდა. „ბლანკოსმა“ 607 ქულა მოაგროვა.

მეორე ადგილზე მიუნხენის „ბაიერნი“ იმყოფება, რომელმაც ტურნირზე 37-ჯერ ითამაშა. თასს 6-ჯერ დაეუფლნენ, 358 მატჩი, 211 მოგება, 73 ფრე, 74 წაგება - ჯამში 495 ქულა.

მესამე პოზიციაზე „ბარსელონაა“, რომელმაც ტურნირზე 31-ჯერ მიიღო მონაწილეობა, თასს 5-ჯერ დაეუფლნენ. 325 მატჩი, 193 მოგება, 73 ფრე, 59 მარცხი - ჯამში 459 ქულა.

საუკეთესო 11 გუნდი და სია ასე გამოიყურება:

1 - რეალი, 2 - ბაიერნი, 3 - ბარსელონა, 4 - მანჩესტერ იუნაიტედი, 5 - იუვენტუსი, 6 - მილანი, 7 - ლივერპული, 8 - ბენფიკა, 9 - პორტუ, 10 - აიაქსი, 11 - კიევის დინამო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები