Aa
Aa

"გუნდში იძულებით ვერავის დატოვებ... ლივერპულიდან მხოლოდ ამინდის გამო თუ წახვალ"

ბოლო დროს მუჰამედ სალაჰის „ლივერპულიდან“ შესაძლო წასვლის თაობაზე ბრიტანული და ესპანური პრესა ბევრს წერს.

ამ საკითხზე თავად სალაჰმაც ისაუბრა და გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა. კითხვებზე პასუხის გაცემა იურგენ კლოპსაც მოუწია, რომელმაც ვრცლად ისაუბრა და ეგვიპტელის თემას ამომწურავი პასუხი გასცა:

„ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს და მოგვყავს ახალი მოთამაშეები, თუ ვინმეს ჩვენგან წასვლა უნდა. ასეთ შემთხვევაში მათ არ ვაკავებთ.

სალაჰს უბრალოდ არ ესმოდა, რატომ უნდა წასულიყო. მომ (სალაჰი) უბრალოდ დასმულ კითხვას უპასუხა და არ გამორიცხა, რომ ეს კლუბები (რეალი და ბარსელონა) შესაძლოა მისით ინტერესდებოდნენ“.

კლოპი ამბობს, რომ „ლივერპული“ ისეთივე კარგი კლუბია, როგორც სხვა გრანდები და მის მოთამაშეებს გუნდიდან წასვლის მიზეზი არ აქვთ.

„ყველა ჩვენგანს შეუძლია რაიმე ახალი მოძებნოს, თუ ამის სურვილი იქნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ „ლივერპულიდან“ ამჟამად წასვლის მიზეზი მხოლოდ ამინდი თუ იქნება. სხვა რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს? ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი, რომელიც ფეხბურთელებს საკმაოდ მაღალ ხელფასებს უხდის.

შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კლუბი არ ვართ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიხდით. გვაქვს შესანიშნავი სტადიონი, ხალხი და მსოფლიო მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი.

ჩვენ წითელი ფერი გვაქვს და ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაზე ლამაზი ფერია. შენ ხალხს გუნდში იძულებით ვერ დატოვებ, თუმცა ყველაფერი დროზეა დამოკიდებული“. - ციტირებს კლოპის სიტყვებს ესპანური AS-ი.

„ვთვლი, რომ „რეალი“ და „ბარსელონა“ ორი საუკეთესო კლუბია. ვინ იცის რა მოხდება მომავალში. ამჟამად კონცენტრირებული ვარ, რომ „ლივერპულთან“ ერთად პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო“. - ეს კომენტარი სალაჰმა ერთი კვირის წინ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები