„მინდა თავი წავაცალო“ - ჯოშუა ფიურის აფრთხილებს და გამარჯვებაში დარწმუნებულია
Aa
Aa

„მინდა თავი წავაცალო“ - ჯოშუა ფიურის აფრთხილებს და გამარჯვებაში დარწმუნებულია

ბრიტანელმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ ტაისონ ფიურის შესახებ ისაუბრა და თანამემამულე გააფრთხილა. „ეიჯეიმ“ ინტერვიუ Guardian-ს მისცა და განაცხადა, რომ „ბოშათა მეფეს“ მისი უნდა ეშინოდეს.

„ფიურიმ კარგად იცის ჩემი აპერკოტი როგორია. დარწმუნებული ვარ, იდეალურად ახსოვს სპარინგი, რომლის დროსაც 20 წლის ვიყავი. იმ მომენტში სასწორზე Rolex-ის საათი იდო და მითხრა, რომ თუ ვცემდი ან ნოკაუტში ჩავაგდებდი, საათი ჩემი გახდებოდა. კარგი სპარინგი გამოვიდა, მაგრამ მაშინ მხოლოდ ვნება მქონდა. ახლა კი ვნებასთან ერთად კრივისთვის საჭირო ინტელექტი მაქვს და ვთვლი, რომ წინ შესანიშნავი ბრძოლა გველოდება.

ფიურისთან სპარინგისას გამარჯვებას მოწყურებული ვიყავი, მაგრამ ახლა ჯილდო გაცილებით დიდია, ვიდრე Rolex-ის საათი. მინდა, ბრძოლისას მას თავი წავაცალო და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ“.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, BBC-მ 22 წლის ტაისონ ფიურის ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც „ბოშათა მეფე“ სწორედ ჯოშუასთან სპარინგზე საუბრობს.

„ჯოშუამ ძლიერი აპერკოტი მომარტყა და სუსტი ყბა რომ მქონოდა, ერთი თვე ნოკაუტში ვიქნებოდი. ჩემს თავს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმეწონოსან მოკრივეს ვუწოდებ, მაგრამ მან სამი რაუნდის განმავლობაში მაგრად მცემა. მახსოვს, სპარინგისას ვფიქრობდი: „ღმერთო ჩემო, მოყვარული მანადგურებს“.

ცნობისთვის,  ჯოშუას კარიერაში 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 24 გამარჯვება და 1 მარცხია. ფიური კი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და 31 ბრძოლიდან 30-ში იმარჯვა, ხოლო ერთხელ ფრეს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები