ობამეიანგი:
Aa
Aa

ობამეიანგი: "არ ვიცი მომავალ სეზონში სად ვითამაშებ"

"დორტმუნდის" ლიდერმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, გერმანულ პრესასთან თავის მომავალზე ისაუბრა. 

"არ ვიცი დავრჩები დორტმუნდში თუ არა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ კარგად ვითამაშო და ბევრი გოლი გავიტანო. თავში სპორტისა და კონკრეტულად ფეხბურთის გარდა, არაფერი მიტრიალებს". 

"გასული წელს შობამდე ბუნდესლიგაში 18 გოლი გავიტანე და მინდა წელს ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესო. თანაც აუცილებელია სტაბილურად გატანა მეორე წრეშიც გავაგრძელო". - აღნიშნა გაბონელმა ფორვარდმა. 

მეორე წრის სტაბილურობა მას შემთხვევით არ უხსენებია, რადგან წინა სეზონში ბუნდესლიგის მეორე ნახევარში აშკარად მოუკლო და მხოლოდ 7 ბურთი შეაგდო. 

ვთქვათ ისიც, რომ ბოლო პერიოდში 27 წლის ობამეიანგს, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატის გასულ ტურებში 15 გოლი აქვს გატანილი, ყველაზე მეტად მადრიდის "რეალთან" აკავშირებენ. 

 

მომზადებულია sport-english.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები