''მხოლოდ ჩემნაირ შეშლილს შეეძლო ფეხზე წამოდგომა'' - ''ჭორია, არ ვკვდები''
Aa
Aa

''მხოლოდ ჩემნაირ შეშლილს შეეძლო ფეხზე წამოდგომა'' - ''ჭორია, არ ვკვდები''

იტალიური ''ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. 42 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ ახლა თავს უკეთ გრძნობს.

"აუტოიმუნური დაავადება მიასთენია მაქვს. ერთი თვეა ვრცელდება ჭორები, რომ ვკვდები და სიცოცხლისთვის მცირე დრო დამრჩა. არ ინერვიულოთ, არ ვკვდები. მართალია რამდენიმე კვირა ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ 2-3 დღეა უკეთ ვარ, თუმცა 5-6 დღე ძალიან მძიმედ ვიყავი. დაღლილობას ვგრძნობდი და მხოლოდ ჩემნაირ შეშლილს შეეძლო ფეხზე წამოდგომა. ცხოვრებას შიშის გარეშე უნდა შევხედოთ, დამალვა საჭირო არ არის. ეს დაავადება 10 წელია მაქვს, ეს უკვე მესამე შეტევაა და ყველაზე მძიმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც გაივლის. როცა მოვკვდები, მინდა იქ მოვკვდე, სადაც ვცოცხლობდი, საფეხბურთო მინდორზე!"

მიასთენია აუტოიმუნური ხასიათის ნერვულ-კუნთოვანი დაავადებაა, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სისუსტე და დაღლილობა ახასიათებს. მე-17 საუკუნეში მასზე უკვე ჰქონდათ წარმოდგენა, მაგრამ ცალკე ნოზოლოგიად ის მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში იქნა აღიარებული. ყოველი 1 000 000-იდან 5-50 კაცი მიასთენიით არის ავად. ზოგჯერ მიასთენიის დიაგნოსტირება საერთოდ ვერ ხერხდება, რადგან იშვიათი დაავადებაა, თანაც სპეციფიკური სიმპტომატიკა არ ახასიათებს. თუმცა ბოლო ხანს ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად მიასთენიის დიაგნოსტირების ფაქტებმა მკვეთრად იმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები