კახიაშვილმა პოსტი შეინარჩუნა - ძალოსნობის ოჯახმა არჩევანი გააკეთა
Aa
Aa

კახიაშვილმა პოსტი შეინარჩუნა - ძალოსნობის ოჯახმა არჩევანი გააკეთა

ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წელი კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს.

დუშეთში გამართულ საარჩევნო-საანგარიოშო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 44 დელაგატმა ნდობა ერთსულოვნად გამოუცხადა კახი კახიაშვილს.

კახი კახიაშვილმა დამსწრე დელეგატებს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო, რომელთა შორისაც არის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეული გამოსვლა, ასევე ძირითად მიზნებშია ძალოსნობის პირველი ბაზის შექმნა. საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ძალოსნობის დანერგვა, რადგან ეს არის უმეტესი სპექტრის ძირითადი საბაზო, ფუნდამეტრი სახეობა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი არც დიდ ფართს და არც დიდ სახსრებს ითხოვს. კახი კახიაშვილის მიზნებში ასევე არის საერთაშორისო ფედერაციაში ქართველი კვალიფიცირებული ფედერაციის წევრების ინტეგრირება.მიზანია 2021 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაც.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და ვიცე-პრეზიდენტები თამაზ ბაქანიძე, ნოდარ სირბილაშვილი, დავით ყიფშიძე და პაატა ხიზანაშვილი.

პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს კი საპატიო ვიცე-პრეზიდენტი წოდება მიენიჭა.

დღევანდელ ყრილობაზე გადაწყდა შეიქმნას სადიციპლინო კომიტეტი, რომელსაც თამაზ ლაშხი უხელმძღვანელებს, კომისიაში კი იქნებიან კახა მისირელი, ალეკო ნოზაძე, ზურაბ კახაბრიშვილი და პაატა ხიზანაშვილი.

ყრილობაზე წუთიერი დუმილით პატივი რამაზ გურგენიძესა და ხვიჩა ქობალიას მიაგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები