ქალებში პირველი - ბაციაშვილის მორიგი წარმატება
Aa
Aa

ქალებში პირველი - ბაციაშვილის მორიგი წარმატება

ესპანეთში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე 'VII Sunway Sitges International Chess Festival'-ზე ნინო ბაციაშვილმა ქალთა ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირი შერეული იყო და ნინოს კაც მოჭადრაკებთანაც უწევდა დაპირისპირება.

ბაციაშვილმა გამართული 10 პარტიიდან 6,5 ქულა დააგროვა და საკუთარ რეიტინგს 11 ქულა შემატა.

ქართველმა მოჭადრაკემ 5 შეხვედრაში იმარჯვა, 3 ყაიმად დაასრულა და ორშიც დამარცხდა.

საერთო ჩათვლაში კი პირველობა ბულგარელმა დიდოსტატმა, ივან ჩეპარინოვმა დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები