RMC Sport: პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი პოჩეტინო გახდება
Aa
Aa

RMC Sport: პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი პოჩეტინო გახდება

პსჟ-დან წასული ტომას ტუხელის შემცვლელად არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო სახელდება. RMC Sport-ის ცნობით უმდიდრესი ფრანგული კლუბი სერიოზულად განიხილავს 48 წლის მწვრთნელის კანდიდატურას, რომელმაც 2014-19 წლებში ლონდონის ''ტოტენჰემში'' ძალიან ნაყოფიერად იმუშავა. აღნიშნული წყაროს ცნობით უდიდესი ალბათობით ტუხელს სწორედ ის შეცვლის.

Canal+ იუწყება, რომ პსჟ არგენტინელთან 18-თვიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რომელიც წარმატებული მუშაობის შემთხვევაში ერთი წლით გახანგრძლივდება.

პოჩეტინომ ''დეზები'' 2019 წლის 19 ნოემბერს დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელისთვის პსჟ კარგად ნაცნობი გუნდია. 2001-03 წლებში პოჩეტინო პარიზელთა ღირსებას იცავდა. 2001 წელს მან პსჟ-სთან ერთად ინტერტოტოს თასი მოიგო, ხოლო 2002-03 წლების სეზონის საფრანგეთის თასის ფინალში ''ოსერთან'' დამარცხდა.

პოჩეტინოს ''ტოტენჰემის'' გარდა ''ესპანიოლსა'' (2009-12) და ''საუთჰემპტონში'' (2013-14) უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები