ვინისიუსი არსენალში? - მეთოფეებს შეტევის გაძლიერება სურთ
Aa
Aa

ვინისიუსი არსენალში? - მეთოფეებს შეტევის გაძლიერება სურთ

ლონდონის "არსენალის" გარშემო, რომ კარგი სიტუაცია არ არის ახალი ნამდვილად არ გახლავთ. არტეტას გუნდს არასახარბიელო შედეგები აქვს.

სპორტული გამოცემა daily star გვამცნობს, რომ "მეთოფეებს" მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი ვინისიუს ჯუნიორი სურს. საქმე ნახევარწლიან იჯარას ეხება. აღსანიშნავია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზინედინ ზიდანი ბრაზილიელს დიდად აღარ ენდობა და მის ადგილს ხშირად როდრიგო გოეში იკავებს.

თავად ვინისიუსის თამაშიც არ არის ის, რასაც მისგან ელიან. მისი მთავარი პრობლემა გადაწყვეტილების მიღების უნარი და კარისკენ ზუსტად დარტყმაა. ხშირად ხდება, რომ ჯუნიორი ხელსაყრელი სიტუაციიდან ზუსტად კარის მიმართულებით ვერ არტყამს.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით უნდა ვივარაუდოთ, რომ იჯარა სავსებით რეალურია. 20 წლის შემტევი ლონდონში საჭირო პრაქტიკას მიიღებს, ხოლო თვითონ "არსენალი" შეტევაში დამატებით ძალას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიკელ არტეტას გუნდი 14 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 4 ქულა აშორებს.

რაც შეეხება ვინისიუსს, ბრაზილიელი "სამეფო კლუბს" 2018 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 87 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები