ტრიპიერი 10 კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა - მიზეზი აზარტულ თამაშებში მონაწილეობაა
Aa
Aa

ტრიპიერი 10 კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა - მიზეზი აზარტულ თამაშებში მონაწილეობაა

ინგლისის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველი კიერან ტრიპიერი საფეხბურთო ასოციაციამ 10 კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაციას BBC SPORT ავრცელებს.

30 წლის ფეხბურთელი აზარტულ თამაშებში, კონკრეტულად კი ტოტალიზატორში, ფსონების გაკეთებაში გამოიჭირეს. კანონით ყველა ფეხბურთელს მსგავსი ქმედება ეკრძალება. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტრიპიერი 2019 წლის ივლისიდან თამაშობს. ეს ის პერიოდია, როდესაც ინგლისელი მადრიდის "ატლეტიკოს" შეუერთდა.

მარჯვენა მცველი ლა ლიგის 12 მატჩს და ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალურ შეხვედრას გამოტოვებს. ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ კიერანი 7 მარტს მადრიდულ დერბიში დაბრუნდება.

ტრიპიერს 10 კვირიანი დისკვალიფიკაცია არ აკმარეს და დამატებით ფულადი ჯარიმა 70 000 ევროს გადახდა დააკისრეს. როგორც უკვე მოგახსენეთ ინგლისელი ფეხბურთელი "როხიბლანკოს" 2019 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 49 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები