10 წლიანი პაუზის შემდეგ - დომენეკი სამწვრთნელო კარიერას უბრუნდება
Aa
Aa

10 წლიანი პაუზის შემდეგ - დომენეკი სამწვრთნელო კარიერას უბრუნდება

რიამონდ დომენეკი სამწვრთნელო კარიერისგან 10 წელია ისვენებს. ფრანგული მედიის ინფორმაციით "მამლების" ყოფილი თავკაცი დიდ ფეხბურთში ბრუნდება.

გავრცელებული ხმებით 68 წლის სპეციალისტი ფრანგულ კლუბს "ნანტს" უხელმძღვანელებს. ჯერჯერობით ოფიციალური კონტრაქტი არ გაფორმებულა, მაგრამ ვიგებთ, რომ წინასწარი შეთანხმება არსებობს და სულ მალე 10 წლიანი პაუზის შემდეგ დომენეკი სამწვრთნელო კარიერას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ რაიმონდ დომენეკი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს. ცნობისთვის სამხრეთ აფრიკაში გამართულ ჩემპიონატზე "მამლები" ჯუგფში ჩარჩნენ. 4 წლით ადრე კი ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა დომენეკის ხელმძღვანელობით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამჟამად "ნანტი" 16 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება. გულშემატკივრები სათამაშო ხარისხით უკმაყოფილონი არიან. მათ აზრს ხელმძღვანელობაც იზიარებს და ახალი მწვრთნელის დანიშვნის საკითხი, სწორედ ამიტომ წამოიჭრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები