ევროპირველობა აპრილში გაიმართება - ცვლილებები UWW-ს კალენდარში
Aa
Aa

ევროპირველობა აპრილში გაიმართება - ცვლილებები UWW-ს კალენდარში

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ტექნიკური კომისიის ვირტუალური სხდომა გაიმართა, სადაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 2021 წლის კალენდარი განაახლეს, შეიცვალა რამოდენიმე ჩემპიონატის თარიღი და ადგილი.

იანვარ-თებერვალში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით არცერთი შეჯიბრება არ ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატი თებერვლის ნაცვლად 19-25 აპრილს პოლონეთში გაიმართება, ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის სალიცენზიო ტურნირი როგორც დაგეგმილი იყო 18-21 მარტს ბუდაპეშტში ჩატარდება, მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირმა კი ერთი კვირით გადაიწია და 6-9 მაისს სოფია უმასპინძლებს.

მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე შესაძლოა შეჯიბრებების თარიღები და ლოკაცია კვლავ შეიცვალოს, რაც დამოკიდებული იქნება მასპინძელი ქვეყნებში არსებული მდგომარეობით, რამდენად შეძლებენ UWW-ს მკაცრი სანიტარული მოთხოვნებს დაკმაყოფილებას ჩემპიონატის დროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები